საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის რეფლექსია
  სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე. საწრეო მუშაობის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე:
  წრეში გაერთიანებული იყო თორმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით.
  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ.

საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:

გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.

  საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგამუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, დასკვნების გამოტანა, შეფასების თუ სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცლია. მუშაობის პროცესში გამო- იკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.

  შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურსს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 

  გამოკითხვის შემდეგ  გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, ამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაში, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის. ანალოგიურად მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას, აღნიშნავენ, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებულიკმაყოფილი არიან კურატორის მუშაობით , მათი შვილი   სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზეუფრო ხალისით და მონდომებით  მუშაობდა ამ კუთხით, რაც  აკადემიურ მიღწევებზეც აისახა.  

 ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.


No comments:

Post a Comment