განცხადება საწრეო მუშაობის შესახებ


სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 
 ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 
 ბელა ნავდარაშვილის  


გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
     სურვილი მაქვს, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში II/ბ კლასის ბაზაზე დაიწყოს ფუნქციონირება ბუნებისმეტყველების წრემ ,,ჩვენი გარემო“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს მეექვსე გაკვეთილზე. 

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ:
·         პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
·         სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
·         ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
·         მაგნიტის მოქმედების დახასიათება.
·         სხეულის და მისი შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
·         წყლისა და ხმელეთის  ობიექტების  აღწერა.

·         ყოველდღიურ  ცხოვრებაში  გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.


გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა წლის 18 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.

                                                                                      


      განმცხადებელი:  ბ.ნავდარაშვილი

                                                                   თარიღი: 12.10.2018


No comments:

Post a Comment